სანაძის 15 ქულა და სპლიტში მოგებული მატჩი

0
2

ქალაქ ჩაჩაკის კლუბმა “ბორაცმა”, რომლის ღირსებასაც დუდა სანაძე იცავს, ადრიატიკის ლიგაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ბორაცელები ხორვატიაში უშუალო კონკურენტ “სპლიტს” შეხვდნენ, რომელსაც მათზე 1 გამარჯვებით მეტი ჰქონდა მოპოვებული. შეხვედრა სერბულმა გუნდმა 86:74 მოიგო, რაშიც სანაძეს სოლიდური წვლილი მიუძღვის.

ქართველი მსროლელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ბორაცელთა ბომბარდირი ნოვაკოვიჩი გახდა 21 ქულით, რის შემდეგაც საუკეთესო შედეგი სანაძეს ჰქონდა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 15 ქულას დააგროვა და ამას 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაყოლა.

8 გამარჯვებითა და 17 მარცხით ბორაცი მე-10 ადგილზეა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 26-ე ტურში ხორვატულ “ციბონას” უმასპინძლებს.