მაკარიძე ესპანეთში ტურის სიმბოლური ნაკრებში მოხვდა

0
21

გიორგი მაკარიძე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გასულ ტურში „ალმერიამ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გამოდის, გათამაშების ლიდერ „ესპანიოლს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.

მასპინძლებმა ანგარიში 50-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო გოლი 58-ე წუთზე გაიტანეს.

69-ე წუთზე, „ალმერიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რაულ დე ტომასმა შეასრულა, მაგრამ მაკარიძემ კუთხეში დარტყმული ბურთი საუცხოო ნახტომში მოიგერია.

გარდა ამისა, მან მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და პენალტის ეპიზოდის გარდა, „ალმერია“ გოლის გაშვებისგან კიდევ რამდენჯერ იხსნა. ასევე, მან 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ალმერიას“ ქართველი მეკარე გუნდის გმირი გახდა, მას მერე, რაც რაულ დე ტომასის დარტყმული პენალტი მოიგერია. გარდა ამისა, მან ვისენტე მორენოს და დიმატას არ გაატანინა. მაკარიძის გარეშე „ალმერია“ ბარსელონელებთან ქულას ვერ აიღებდა“ – იუწყება as.com 31 წლის გოლკიპერის შესახებ.

„ალმერიას“ 61 ქულა აქვს და 22-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-3 ადგილზეა. მაკარიძის გუნდი ლა ლიგაში გადასავლელად იბრძვის.