დემჩენკო პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია

0
4

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად გორის „დილას“ თავკაცი ანდრი დემჩენკო დაასახელეს. ამის შესახებ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

44 წლის უკრაინელი სპეციალისტი „დილას“ სათავეში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა და მან თბილისის „დინამოში“ გადაბარგებული გიორგი ნემსაძე შეცვალა.

მანამდე, ის უკრაინაში ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ს წვრთნიდა. „დილამ“ პირველი წრე 17 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და  ამ სეზონში პირველი მარცხი ბათუმის „დინამოს“ სწორედ გორელებმა აგემეს.