„ტოტენჰემმა“ მოურინიო გაუშვა

0
15

ლონდონის „ტოტენჰემმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვა.

ამის შესხებ ინგლისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ტოტენჰემს“ 2019 წლის 20 ნოემბრიდან ავარჯიშებდა და მან არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო შეცვალა, რომელიც ამჟამად პსჟ-ს თავკაცობს.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ტოტენჰემს“ მოურინიოსთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

აქვე გეტყვით, რომ ლონდონელებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 1 მოიგო და ევროპა ლიგიდან გავარდა.

“ჟოზემ და მისმა გუნდმა “ტოტენჰემი” კლუბისთვის ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარეს. ის დიდი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც პანდემიის დროს საკუთარი თავისგან მაქსიმუმი “გამოწურა”. მოურინიოსთან მუშაობა მსიამოვნებდა და გულდასაწყვეტია, რომ ყველაფერი ასე მოხდა. მისი ნახვა ყოველთვის გამეხარდება” – განაცხადა “ტოტენჰემის” მეპატრონე დანიელ ლევიმ.