„რუბინის“ გენდირექტორი: „ხვიჩას თაობაზე წინადადებები ჯერ არაა“

0
3

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელი ლეონინდ სლუცკის ნათქვამზე გააკეთა, რომლის თანახმად ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ყაზანელები დატოვოს.

„შესაძლოა წავიდეს თუ კარგი წინადადება იქნება. ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვას. მაგალითად, თავად ხვიჩას უნდა სურდეს წასვლა თუ კარგი გუნდი მიიწვევს. წინადადებები ჯერ არაა. სლუცკიმ უბრალოდ ივარაუდა, რომ შესაძლოა წავიდეს. რეალურად ჩვენ არცერთ კლუბთან კონტაქტი არ გვქონია“ – ციტირებს საიმანოვს sport-express.ru.

20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.