ქალთა ლიგის პირველი ტური კვარტლისა და კოლხეთის დაპირისპირებით დასრულდა

0
20

თბილისის „კვარტალისა“ და ხობის „კოლხეთის“ დაპირისპირებით ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი ტური დასრულდა. ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მატჩი, თბილისელთა გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.

ანგარიში, მე-13 წუთზე მეგი ეჯიბიამ გახსნა. ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე, ანასტასია ბოლქვაძემ, ანგარიში ორამდე გაზრდა. მანვე, მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და ქალთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა. მეოთხე გოლი, 88-ე წუთზე 14 წლის ფეხბურთელმა, ელენე ჩიქოვანმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის „კვარტალმა“ პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ახლა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ნიკესთან“ და „ლანჩხუთთან“ ერთად, სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორისაა.

გათამაშების ცხრილისა და კალენდრის სანახავად ისარგებლეთ ბმულით.