ფლორენტინო პერესი: „ფეხბურთს მსოფლიოში იმ პოზიციაზე გავიყვანთ, რომელსაც იმსახურებს“

0
0

სუპერლიგის შემქნის შემდეგ, ფლორენტინო პერესმა, რომელიც ნახსენები ლიგის ხელმძღვანელია, პირველი კომენტარი გააკეთა,

„ჩვენ ფეხბურთს ყველა დონეზე დავეხმარებით და მას მსოფლიოში იმ პოზიციაზე გავიყვანთ, რომელსაც იმსახურებს.

ფეხბურთი ერთადერთი გლობალური სპორტის სახეობაა, რომელსაც მსოფლიოში 4 მილიარდი ფანი ჰყავს.

ჩვენი პასუხისმგებლობა, დიდი კლუბების პასუხისმგებლობაა, რათა ამ ადამინების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“ – იუწყება მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის სიტყვებს სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის 12 კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგა ოფიციალურად დაარსეს.