კვარაცხელიამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშოს

0
3

ყაზანის „რუბინის“ გენერალურ,ა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ქართველ გარემარბ ხვიჩა კვაარცხელიას მდგომარეობა ეაფასა, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში სტუმრად „ურალთან“ 1:0 მოგებულ მატჩში დაშავდა.

„მას ტრავმა აქვს, რომლის სიმძიმის ხარისხს ხვალ ან ზეგ გავიგებთ. ახლა სისხლჩაქცევებს მკურნალობს და ცივ საფენებს იკეთებს. სავარაუდოდ, ხვიჩას ბარძაყის უკანა ორთავა კუნთი გაუწყდა. გამოჯანმრთელებას 2-3 კვირა დასჭირდება, ყველაფერი ტრავმის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

გავა თუ არა ამ სეზონში კიდევ მოედანზე? 3 კვირის შემდეგ ჩემპიონატი უკვა მთავრდება. საუკეთესო შემთხვევაში ის ჩემპიონატის ბოლო ერთ ან ორ მატჩს ითამაშა. გამორიცხული არაა, რომ სეზონის ბოლომდე მოედანზე ვერ გავიდეს“ – განაცხადა საიმანივმა sport-express.ru-სთან საუბარში.

20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.