„იუვენტუსი“: „სუპერლიგის პროექტის რეალიზება ფიფას და უეფას თანხმობით გვსურს“

0
1

ტურინის „იუვენტუსმა“ სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„კლუბების სუპერლიგაში მონაწილეობას როგორც გრძელვადიან პროექტში დათანხმდნენ. დამფუძნებელი კლუბები თავის ჩემპიონატებში თამაშს გააგრძელებენ სუპერლიგის ფაქტობრივ სტარტამდე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ „იუვენტუსი“ ყველა იმ ევროპულ ტურნირზე ითამაშებს, რომლებში მონაწილეობის უფლებაც აქვს.

სუპერლიგის დამფუძნებელ კლუბებს პროექტის რეალიზება ფიფას და უეფას თანხმობით სურთ, რათა საფეხბურთო ეკოსისტემაში შემავალი სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესი გათვალისწინებული იყოს. ამავე დროს, პროექტის კარგი ფუნქციონირებისთვის სუპერლიგს შეუძლია თავისი ულება სასამართლოში დაიცვას.

სუპერლიგის მმართველი კონკრეტული კომპანია იქნება თითოეული კლუბის თანაბარი მონაწილეობით. ამიტომ, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ თითოეულმა კლუბმა კომპანიის საწესდებო კაპიტალში 2 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელოს და შესაძლოა, ეს თანხა 8 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

სუპერლიგის ფაქტობრივად დაწყებისა და მედიაუფლებების გაყიდვის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ დამფუძნებელი კლუბები მიიღებენ საერთო შენატანს 3,5 მილიარდი ევროს რაოდენობით. ეს თანხა დამფუძნებელ კლუბებს შორის შესაბამისი პროცენტული შეფარდებით განაწილდება, რომელიც დამფუძნებელი კლუბების საბოლოო რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

„იუვენტუსი“ დარწმუნებულია, რომ სუპერლიგა კლუბსა და მთელ საფეხბურთო საზოგადოებას გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს მოუტანს.

დამფუძნებელი კლუბები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პროქტი უმოკლეს ხანში განხორციელდეს. ამის მიუხედავად. ამჟამად, კლუბი გარანტიას არ იძლევა, რომ პროექტი რეალიზებული იქნება და არც ტურნირის სტარტის პროგნოზირება შეუძლია.

ამიტომ, კლუბს ჯერ არ აქვს ყველა აუცილებელი ელემენტი რათა დეტალური ანალიზი გააკეთოს თუ რა გავლენა შეუძლია სუპერლიგამ „იუვენტუსის“ ფინანსებზე და ეკონომიკაზე“ – ნათქვამია „იუვენტუსის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის 12 კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგა ოფიციალურად დაარსეს.