„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონისთვის ევროპული სუპერლიგის შექმნა მიუღებელია.
„სუპერლიგა ეს ევროპული საკლუბო ფეხბურთის 70-წლიანი ისტორიისგან გამიჯვნისკენ გადადგმული ნაბიჯია.
როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვწვრთნიდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 4-ჯერ ვითამაშეთ და ეს ყოველთვის განსაკუთრებული საღამოები იყო“ – იუწყება ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს სააგენტო Reuters-ი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის 12 კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგა ოფიციალურად დაარსეს.
