ტიტები ქუთაისში დამარცხდა და პლეი ოფი თსუ-მ შეავსო

0
3

თსუ პლეი ოფშია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი 15 აპრილს,  დაასრულა, რის შემდეგაც კონკურენტების შედეგებზე დარჩა დამოკიდებული. ბოლო ტურის თამაშებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ერთი შეხედვით უიმედოდ მყოფი თსუ პლეი ოფში გავიდა. საკვანძო მატჩი დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც სათამაშოდ მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი “ტიტები” ჩავიდა, რომლისთვისაც მოგებას პლეი ოფის საგზური მოჰქონდა.

“ქუთაისისთვის” ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე იყო და ამ მატჩის შედეგის მიუხედავად, რეგულარულს ამ ადგილზე ასრულებდა. ცნობილია ქუთაისელთა საპლეიოფო მეტოქეც – დინამო თბილისი.

ტიტებმა პლეი ოფში გასვლის შანსი ვერ გამოიყენეს. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები უკვე 20 ქულას იგებდნენ, თამაშიც ისე ჩამთავრდა, რომ ვითარება მოედანზე არ დაძაბულა. მასპინძლებმა საბოლოოდ 9 ქულით იმარჯვეს – 102:93 (სტატისტიკა).

ასე და ამგვარად, პლეი ოფის მე-8 მონაწილე გახდა თსუ, რომელიც მეოთხედფინალში პირველადგილოსან “რუსთავს” შეხვდება. მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

ტიტები ვერც პლეი ოფში გავიდა და არც სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა. მარკოიშვილის გუნდისთვის სეზონი დასრულებულია. მე-10 ადგილზე გასულ ბათუმს კი გადათამაშება მოუწევს “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან. საკვალიფიკაციო სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილია 1 მატჩი, რომელიც დღეს ქვემო ქართლში გაიმართება: რუსთავი – ცხუმ-აფხაზეთი. ეს მატჩი სატურნირო თავლსაზრისით არაფერს ცვლის.