მიქაუტაძე „სერენში“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

0
9

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე „სერენის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კლუბის გულშემატკივრბს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, რომელმაც 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მიქაუტაძეს პრიზი „ლიერსთან“ შეხვედრის დაწყებამდე კლუბის გულშემატკივარმა ლიონელ რენარმა თავის 9 წლის ბიძაშვილთან ერთად გადასცა.

20 წლის ქართველმა გამოკითხვაში ანტუან ბერნიეს და სამი ლახსაინის აჯობა.

მიქაუტაძეს კონტრაქტი საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „მეცთან“ 2025 წლამდე აკავშირებს და დიდი შანსია მომდევნო სეზონი ფრანგულ კლუბში გაატაროს.

თუმცა, „სერენის“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში აღზევების შემთხვევაში გამორიცხული არაა, ნახსენებ კლუბში ისევ გაანათხოვრონ.