„ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

0
3

საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ მომავალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელები სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან ხავი გრასიას დაითხოვენ, რომელსაც კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

50 წლის ესპანელი სპეციალისტი გუნდს 2020 წლის 27 ივლისიდან წვრთნის. მისი გაშვების მიზეზი „ვალენიას“ მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგია – 30 მატჩში მოპოვებული 34 ქულა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი.

Mundo Deportivo იუწყება, რომ გრასია შესაძლოა რაფაელ ბენიტესმა ან მიკელ გრაუმ შეცვალონ.