ფრუიძის წარმატებული დებიუტი

0
3

წყალტუბოს „სამგურალში“ სოსო ფრუიძის, რომელმაც მიმდინარე კვირაში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი შეცვალა, დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის მე-9 ტურში „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.

მე-17 წუთზე მასპინძელთა მცველმა ლევან ქურდაძემ თავის საჯარიმოში სტუმართა ალჟირელი ნახევარმცველი მეჰდი ბუკასი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გოლად ოლეგ მამასახლისმა აქცია -0:1.

38-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და ულამაზესი დარტყმით შორეულ „ცხრიანში“ გაიტანა – 1:1.

76-ე წუთზე, ქუთაისელტა კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ საკუთარ საჯარიმოში ნიკა კალანდარიშვილთა იუხეშა და მთავარმა მსაჯმა დავით სანოძემ თერთმეტმეტრიანი „დადო“, რომელიც დავით კირკიტაძემ გამოიყენა.

„სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო და ეს ბოლო სამ შეხვედრაში მოახერხა. წყალტუბოელებმა 9 ქულა დააგროვეს და პირველი წრე მე-7 ადგილზე დაასრულეს. „ტორპედო“, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია, 5 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.

ქობულეთის „შუქურამ“ ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე „თელავს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო 76-ე წუთზე თავი მიშიკო სარდალიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიჭია, გზად ფირუზ მარაქველიძეს გასცდა და ზუსტად დაარტყა – 1:0.

81-ე წუთზე, მასპინზლებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ლევან ინგოროუვას პასის მერე, თელაველთა საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ თავისი შანსი კარგად გამოიყენა – 2:0.

„შუქურამ“ მესამერ თამაში მოიგო და პირველი წრე მე-6 ადგილზე დაასრულა, „თელავი“ 6 ქულით – მერვეა.