ფლიკმა „ბაიერნიდან“ წასვლა დაადასტურა

0
5

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენულ კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს.

„ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მსურს, რის შესახებ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს უკვე ვაცნობე. ჩვენ ორი წლის მანძილზე ძალიან კარგად ვიმუშავეთ. გუნდის საქმისადმი მიდგომით და თამაშის ხარისხით სრულებით კმაყოფილი ვარ“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს Eurosport.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფლიკის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში იოახიმ ლიოვს შეცვლის, რომელიც ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თანამდებოას დატოვებს.

ფლიკის ერთ-ერთ შემცვლელად „ბაიერნის“ ხელმძღვანელები „იუვენტუსის“ ექსთავკაც მასიმილიანო ალეგრის განიხილავენ.