„დილამ“ ბათუმელებს სეზონში პირველი მარცხი აგემა

0
4

ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი წააგო.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბათუმელები გორში ადგილობრივ „დილას“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს.

შეხვედრი 23-ე წუთზე მასპინძლებმა იერიში მარცხენა ფლანგზე წამოიწყეს და ირაკლი ბუღრიძემ დინამოელთა საჯარიმოში პაატა ღუღდუშაური მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0.

89-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა მარჯვენა ფრთიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს გადაცემა სტუმართა საჯარიმოში მდგომ ნიკა გაგნიძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა – 2:0.

მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გორელტა გვინეელმა თავდამსხმელმა უსმანე კამარამ თავის საჯარიმოში ვლადიმერ მამუჩაშვილი წააქცია და თურქი არბიტრის შიმშეკის მიერ დანიშნული პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

ბათუმის „დინამოს“ 18 ქულა აქვს და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. „დილა“ 17 ქულით მესამე პოზიციაა, ხოლო პირველ ადგილზე 22 ქულით თბილისის „დინამოა“, რომელმაც გუშინ დედაქალაქურ დერბიში „ლოკომოტივს“ 3:2 აჯობა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე სტარტს მომავალ შაბათს 24 აპრილს აიღებს.