ზივზივაძე უნგრეთის თასის ფინალში ბერიძეს შეხვდება

0
5

„ფეჰერვარი“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უნგრეთის თასის ფინალში გავიდა.

1/2-ფინალში „ფეჰერვარი“ სტუმრად მტკ-ს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო გოლი 38-ეზე გაიტანეს. 52-ე წუთზე „ფეჰერვარმა“ მეტოქის კარი მეორედ აიღო და ფინალში ითამაშებს.

ზივზივაძე გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

3 მაისს გასამართ ფინალში „ფეჰერვარი“ „უიპეშტს“ დაუპირისპირდება, რომლის ღირსებას გიორგი ბერიძე იცავს.