ნეიმარი წელიწადში 30 მილიონს მიიღებს

0
7

ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარ პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა.

ჟურნალისტ ნიკოლა სკირას ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი კლუბთან ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, ხოლო წელიწადში მისი ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

კონტრაქტში ჩადებული ასევ პირობა, რომ მისი ამოწურვის შემდეგ, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება.

პსჟ ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ოფიციალურად უახლოს დღეებში განაცხადებს.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე 22 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.