„რეალის“ სარეკორდო ნახევარფინალი

0
8

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრა სტუმრად „ლივერპულთან“ 0:0 ითამაშა და გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი შინ 3:1 მოიგო, 1/2-ფინალში გავიდა.

1992-1993 წლების სეზონიდან, რაც ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, მადრიდელები 1/2-ფინალში მეთოთხმეტედ ითამაშებენ, რაც რეკორდია. „ბარსელონას“ და „ბაიერნს’ 1/2-ფინალში 12-ჯერ უთამაშია. ამ პერიოდში ‘რეალმა“ ტურნირი 7-ჯერ მოიგო, რააც ასევე რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ „რეალი“ 1/2-ფინალში 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა – მას მერე რაც კრიშტიანუ რონალდუ 2018 წლის ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდა.

მადრიდელთა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში კარის ძელს ბურთი 12-ჯერ მოახვედრა, რაც ლა ლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტია. მან „რეალის“ მაისურით 25 გოლი გაიტან.

„ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის დარტყმების შემდეგ, ბურთი ხარიხას ან გვერდით ძელს 10-ჯერ მოხვდა.

„ლივერპულმა“ ესპანურ გუნდებთან ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო 9-ჯერ დამარცხდა და 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

გარდა ამისა, „ლივერპულმა“ თავის მოედანზე ესპანურ კლუბებთან გამართული ბოლო 20 თამაშიდან 6 მოიგო, 8 ფრედ დაამთავრა და 6 წააგო.

იურგენ კლოპის გაწვრთნილებმა 2021 წელს ყველა ტურნირზე „ენფილდზე“ ჩატარებულ 9 შეხვედრაში გოლი მხოლოდ 2-ჯერ გაიტანეს.

„რეალი“ 1/2-ფინალში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება – პირველი თამაში 27 აპრილს მადრიდში ჩატარდება, ხოლო საპასუხო 4 მაისს ლონდონში.