კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩებს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

0
7

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია.  

16 აპრილს 16:00 საათზე თბილისის “ლოკომოტივი” – თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა კორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 42 წლის ფიფას არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. “დინამო არენაზე” დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი – ბაჰათინ შიმშეკი იქნება.

მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის “დილასა” და ბათუმის “დინამოს” შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯერად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი, კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე კორაი გენჩერლერი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი “შუქურასა” და “თელავს” შორის 14:00 საათზე დაიწყება, “სამგურალი” კი “ტორპედოს” საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.