ბერიძე „უიპეშტს“ თასის ფინალისკენ გაუძღვა

0
4

გიორგი ბერიძემ „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა.

ტურნირის ნახევარფინალში „უიპეშტი“ სტუმრად „ქიშვარდას“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე გაიტანა. მან ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, გვერდი ერთ მეტოქეს აუარა და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში დაარტყა.

23 წლის ბერიძემ ამ სეზონში უნგრეთის თასზე 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.