ნეიმარი პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

0
4

პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრზლივებს.

„კონტრაქტთან დაკავშირებული ვითარება პრობლემა არაა. პსჟ-ში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ისე როგორც საკუთარ სახლში. აქ ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასოდეს ვყოფილვარ“ – ციტირებს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ESPN.

2019 წლის ნეიმარი პსჟ-მ 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

განვლილ პერიოდში ნეიმარმა პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 107 შეხვედრაში 83 გოლი გაიტანა.