ლოთარ მათეუსი: „ფლიკი „ბაიერნიდან“ გერმანიის ნაკრებში წავა“

0
6

გერმანიის ეროვნული გუნდისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი კაპიტნის ლოთარ მათეუსის თქმით, ჰანს-დიტერ ფლიკი „რეკორდმაისტერს“ ზაფხულში დატოვებს, რათა სათავეში ბუნდესნაკრებს ჩაუდგეს.

„ეს ფლიკის ბოლო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნის“ თავკაცის რანგში. ის გერმანიის საფეხბურთო კავშირის პირველი არჩევანია, რათა იოახიმ ლიოვი შეცვალოს. ფლიკი წინადადებას ზაფხულში მიიღებს“ – განაცხადა მათეუსმა პსჟ-სა და „ბაიერნს“ შორის ჩემპიონთა ლგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ, რომელიც გერმანელებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ რადგან შინ 2:3 წააგეს, გათამაშებას გამოეთიშნენ.

აქვე გეტყვით, რომ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ზაფხულში ევრო-2020-ის დასრულების შემდეგ დატოვებს.