კვარაცხელიას აგენტი „აიაქსის“ სპორტულ დირექტორს შეხვდება

0
6

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება. ჰოლანდიური გრანდი 20 წლის ფეხბურთელის შეძენითაა დაინტერესებული.

sport-express.ru-ს ინფორმაციით, კვარაცხელიას აგენტი „აიაქსის“ მენჯმენტთან საქართველოს ნაკრების ექსფორვარდმა შოთა არველაძემ დააკავშირა, რომელსაც ამსტერდამელთა მაისურით არაერთი გოლი გაუტანია.

„რუბინი“ კვარაცხელიას 20 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ჯერ რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბს ოფიციალურად არავინ დაკავშირებია და მოლაპარაკება მხოლოდ ჯუღელის დონეზე მიმდინარეობს.

აქვე გეტყვით, რომ “აიაქსში” კვარაცხელიას ტრანსფერის შემთხვევაში თუ მომავალში ამსტერდამული კლუბი ქართველს გაყიდის, მაშინ “რუბინს” გარიგებიდან თანხის 20 პროცენტი შეხვდება.

სხვათა შორის, 2019-2020 წლების სეზონიდან მოყოლებული “აიაქსმა” მოთამაშეების გაყიდვიდან 327 მილიონი ევრო მიიღო.