კანკავა „ვალანსიენში“ თებერვალში და მარტში საუკეთესოა

0
5

საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „ვალანსიენის“ გულშემატკივრებმა ჯაბა კანკავა თებერვლისა და მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კანკავას კუთვნილი ჯილდოს მიღების შესახებ ინფორმაცია „ვალანსიენის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ვალანსიენში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე – 2.

32 ტურის შემდეგ, „ვალანსიენი“ 48 ქულით 20-გუნდიან ლიგა 2-ში მე-8 ადგილზეა.