“სპორტი მშვიდობისთვის” – აქციაში შარიქაძე, ბურჯანაძე და უბილავა ჩაერთვნენ

0
2

სოფელ ატოცში (ქარელის რაიონი) სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, კალათბურთელთა ნაკრების წევრმა ბექა ბურჯღანაძემ და თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელმა, დავით უბილავამ მიიღეს.

სპორტის მნიშვნელობასა და როლზე, მოსწავლეებთან, მერაბ შარიქაძემ, ბექა ბურჯანაძემ და დავით უბილავამ ისაუბრეს. მათ სკოლის მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სპორტში ჩართულობისკენ მოუწოდეს.

ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპორტის მენეჯმენტის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

სპორტის საერთაშორისო დღე საქართველოსა და მსოფლიოში 2014 წლიდან აღინიშნება. სპორტის დღის სიმბოლო – „თეთრი ბარათი“ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას გამოხატავს.