ნავასის მორიგი რეკორდი „სევილიაში“

0
6

„სევილიას“ ლეგენდამ ხესუს ნავასმა კლუბის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „სევილიამ“ „სელტა“ 4:3 დაამარცხა.

35 წლის მარჯვენაფლანგელმა სევილიელთა მაისურით მე-200 მატჩი მოიგო და კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა. მან ლა ლიგაში 408 თამაში ჩაატარა და 25 გოლის გატანის გარდა, 61 საგოლე პასი გააკეთა.

ნავასს ესპანეთის ჩემპიონატში „სევილიას“ გარდა სხვა კლუბში არ უთამაშია. ის ლა ლიგაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით სევილიელთა რეკორდსმენია.

საერთო ჯამში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით ხესუსმა ანდალუზიელთა მაისურით გამართულ 563 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.

შეგახსენებთ, რომ 2014-2017 წლებში „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა, რომელშიც 183-ჯერ ითამაშა და მოწინააღმდეგეები 8-ჯერ დაამწუხრა.