მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალ სეზონში მიონხენგლადბახელებს ადოლფ ჰიუტერი გაწვრთნის, რომელიც ამჟამად ფრანკფურტის „აინტრახტს“ ხელმძღვანელობს.
51 წლის ფეხბურთის ავსტრიელი სპეციალისტი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ის მარკო როზეს შეცვლია, რომელიც ზაფხულიდან სათავეში დორტმუნდის „ბორუსიას“ ჩაუდგება.
გერმანული მედიის ინფორმაციით. ჰიუტერის კონტრაქტის გამოსყიდვის სანაცვლოდ „მიონხენგლადბახი“ „აინტრახტს“ 7,5 მილიონ ევროს გადაუხდის, პლუს ბონუსის სახით 5 მილიონს დაუმატებს. ეს ბუნდესლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
