მთავარი ნიუსი ლევან კორღალიძე: წასვლის გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია”

ლევან კორღალიძე: წასვლის გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია”

0
6

“საბურთალომ” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლევან კორღალიძის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ლევან კორღალიძე: “გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… “საბურთალო” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარესთვის ასე ჯობდა.

“საბურთალო” იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ.

“ბენდელაზე” მისვლისას მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. მინდა “საბურთალოს” მომავალში წარმატება ვუსურვო”.

გეტყვით, რომ კორღალიძემ გუნდის დატოვების შესახებ საზოგადოებას ქობულეთის “შუქურასთან” 2:2 მატჩის დასრულების შემდეგ ამცნო.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტმა დედაქალაქური კლუბი გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში კორღალიძის ხელმძღვანელობით კლუბმა 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა – 7-ჯერ მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 5 შემთხვევაში დამარცხდა.