კვეკვესკირის პირველი სასტარტო და სიმბოლური

0
1

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ამის შესახებ ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განვლილ ტურში პოზნანის „ლეხმა“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. მანამდე, ის 5 მატჩში შეცვლაზე შევიდა.

„ლეხს“ ისევ ვერ ეხმარება საქართველოს ნაკრების ტრავმირებული ფორვარდი ნიკა კაჭარავა, ხოლო ვილი სანიოლის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა შუახაზელმა ვაკო გვილიამ 2 ტაიმი ლეგიას თადარიგში გაატარა.