„ბარსელონა“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

0
7

„ბარსელონა“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია.

აშშ-ს ფინანსურ-ეკონომიკური პრესტიჟული ჟურნალის Forbes-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ კაპიტალი 4,76 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით კატალონიელებმა მადრიდის „რეალს“, მიუნხენის “ბაიერნს”, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედს“ აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ყველაზე ძვირადღირებული კლუბი. კატალონიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბმა ეს სატელევიზიო უფლებების რეკორდულ თანხად გაყიდვით, ასევე, ფეხბურთელთა კონტრაქტების განახლებისა და ხარჯების ოპტიმიზაციით მიაღწია.

Forbes-ი იუწყება, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კლუბის საშუალო ღირებულება 30 პროცენტით გაიზარდა. ეს ახალი ინვესტორების მოზიდვის ხარჯზე მოხდა, რომელთაც ფეხბურთის გლობალური გავრცელების პოტენციალი ბოლომდე უნდა აითვისონ.

ამ შემთხვევაში კლუბის აქტივებს შეადგენს საკუთარი კაპიტალის თვითღირებულება და სუფთა ვალის სიდიდე, პლუს საშიანოა სტადიონიდან მიღებული შემოსავალი. ამასთანავე კლუბის მფლობელობაში არსებული სხვა უძრავი ქონება გათვალისწინებული არაა.