ფუტსალის ნაკრებმა ბოლო მატჩში რუსებთან წააგო

0
3

საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრები, რომელმაც ევრო-2022-ზე ასპარეზობა 9 აპრილს შინ ფრანგებთან (3:2) გამარჯვებით გაინაღდა, შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში დამარცხდა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები მე-2 ჯგუფის დასკვნით მე-6 მატჩში მოსკოვში რუსეთის ნაკრებს შეხვდნენ და 0:3 წააგეს.

ჯგუფის ლიდერი რუსეთიდან ანგარიში მე-2 წუთზე ნატურალიზებულბა ბრაზილიელმა რობინიომ გახსნა.

მე-3 წუთზე აფანასიევმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. რუსებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ, მასპინძლებიდან 24-ე წუთზე თავი ისევ აფანასიევმა გამოიჩინა და რუსებმა შესარჩევი ციკლი წაუგებლად 18 ქულით დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა პირველი მატჩი თბილისში 4:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მომავალ წელს ნიდერლანდებში გასამართ ევროპირველობაზე იასპარეზებს.