კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 67 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მან მარკუს გისდოლი შეცვალა, რომელიც „კიოლნის“ ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან დღეს დილას დაითხოვეს. გისდოლის თავკაცობით გუნდმა ბოლო 8 თამასიდან 6 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.
ფუნკელი „კიოლნს“ სათავეში მეორედ ჩაუდგება – ის პირველად გუნდს 2002 წლის თებერვლიდან 2003 წლის ოქტომბრამდე ავარჯიშებდა. ასევე, ფუნკელს კარიერის განმავლობაში „აინტრახტი“, „ჰერტა“ და „ბოხუმი“ გაუწვრთნია, ხოლო „კიოლნში“ დანიშვნამდე ბოლოს „ფორტუნას“ ავარჯიშებდა.
28 ტურის შემდეგ, „კიოლნი“ 18-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-17 ადგილზეა.
