„ინტერმა“ 11 თამაში მოიგო – „მილანის“რეკორდი გაუმჯობესდა

0
5

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში მილანის „ინტერმა“ თავის მოედანზე „კალიარის“ 1:0 აჯობა.

განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატეო დარმიანმა გაიტანა 77-ე წუთზე. ამრიგად, მილანელებმა იტალიის ჩემპიონატის მეორე წრეში ჩატარებული თერთმეტივე თამაში მოიგეს.

ანტონიო კონტეს გაწვრთნილებმა „მილანის“ რეკორდი მოხსნეს, რომელიც „როსონერომ“ 1989-1990 წლების სეზონში ლეგენდარული არიგო საკის ხელმძღვანელობით დაამყარა.

„ინტერი“ 74 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 11 ქულით ასწრებს.