ბითაძის 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 დაფარება და გამარჯვება “მემფისთან”

0
9

“ინდიანა პეისერსმა”, რომლის ღირსებასაც 21 წლის გოგა ბითაძე იცავს, ნბა-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ინდიანელები დასავლეთ კონფერენცის საპლეიოფო ზონაში მყოფ “მემფისს” ესტუმრნენ და 132:125 დაამარცხეს.

ამჯერად გოგამ 18 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ინდიანელთაგან 34 ქულით საუკეთესო იყო კარის ლევერტი, ხოლო საბონისმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.

25 მოგებითა და 27 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 აპრილს, შინ კლიპერსთან ელის.