„საბურთალომ“ ქულა გადაარჩინა – ტაბატაძის ბენეფისი

0
1

„საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დრამატულ ორთაბრძოლაში ქულა გადაარჩინა – 2:2.

აღსამიშნავია, რომ ეს გუნდებო ერთმანეთს მეშვიდედ დაუპირისპირდნენ და მანამდე ჩატარებული 6 მატჩიდან „საბურთალომ“ 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

მე-11 წუთზე ჩელებაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მეტოქის კართან ჩაჰკიდა ბურთი, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა სტუმარმა ფეხბურთელმა მოიგო და ბურთი მიშიკო სარდალიშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმული გოშაძემ გაანეიტრალა. თუმცა, „შუქურას“ შეტევა გაგრძელდა და ზურაბ მუსელიანი დარტყმის მერე „საბურთალოს“ მცველის ფეხიდან ბურთი ისევ სარდალიშვილს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში „საბურთალოს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი 2-ჯერ ჰქონდა, მაგრამ ორივეჯერ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მე-60 წუთზე „შუქურამ“ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მუსელიანის თავური გოშაძემ კი მოიგერია, მაგრამ იმავე მუსელიანმა უკვე ფეხით დაამატა და ბურთი ვიდრე კარში აღმოჩნდებოდა ხარიხას შეეხო – 0:2.

„საბურთალომ“ ანგარიში ერთი წუთის განმავლობაში გაათანაბრა და იური ტაბატაძემ თავის კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლი მიითვალა- მან 74-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 75-ეზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა.

მან წინ ტურში გორის „დილას“ კარიც აიღო და საერთო ჯამში ამ სეზონში 4 გოლი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ „შუქურას“ თადარიგში მხოლოდ 3 მოთამაშე ჰყავდა, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს სხვადასხვა ნიზეზით აკლდა.