“რუბინის” გენდირექტორი:”ხვიჩას თაობაზე “ინტერი” და “ატალანტა” არ დაგვკავშირებიან”

0
4

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა უარყო იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მილანის „ინტერსა“ და ბერგამოს „ატალანტას“ სურთ.

„კლუბს არავინ დაკავშირებია და ეს ყველაფერი ვარაუდებია. რას ნიშნავს „რუბინმა“ ხვიჩა 15-20 მილიონ ევროდ შეაფასა? როგორ უნდა შეგვეფასებინა, როდესაც არავის მოუმართავს? არც „ინტერს“ და არც „ატალანტას“. სხვა საქმეა, როდესაც კლუბს წინადადების მიმართავენ და აფიქსირებენ, რომ ფეხბურთელის შეძენა უნდათ, მაშინ საუბარს აზრი აქვს, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.

ბიჭი ცოდოა. ახლა ხვიჩას „თავბრუს ახვევენ“ ამ ჭორებით, რაღაც აჟიოტაჟი შექმენს, არადა მას მშვიდად თამაში სჭირდება. ეს „ხმაური“ მას ნამდვილად არ წაადგება, ჩვენ ხომ პირველ ყოვლისა, ხვიჩას შესახებ ვფიქრობთ“ – იუწყება საიმანოვის ნათქვამს რუსული მედია.