გრიგალავას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

0
2

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტულას „არსენალის“ ცენტრალურ მცველ გია გრიგალავას ორწლიანია დისკვალიფიკაცია ემუქრება.

გუშინ, „არსენალი“ რუსეთის თასზე შინ მოსკოვის ცსკა-ს შეხვდა და 1:2 დამარცხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, თამაშის შემდეგ გრიგალავა და გურამ აჯოევი-უმცროსი ცსკა-ს მწვრთნელებთან მიიჭრენ და „თავების გატეხვით“ დაემუქენენ. თუმცა, ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა, რადგან ფეხბურთელები მწვრთნელებს გაარიდეს.

გრიგალავა განვლილ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.

სპორტულმა იურისტმა championat.com-თან საუბარში განმარტა თუ რა სასჯელი ემუქრებათ გრიგალავს და აჯოევ-უმცროსს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში.

„თუ ამ ინციდენტს ადგილი მართლაც ჰქონდა, მაშინ შესაძლებელია როგორც სპორტული სანქციელბი, ასევე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მომხდარის გარემოებებიდან გამომდინარე.

გამომდინაარე იქიდან, სინამდვილეში რა მოხდა, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ან მისი მცდელობისთვის, შესაძლებელია დისკვალიფიკაცია 3 მატჩიდან ორ წლამდე“.