მბაპემ ანრის მიღწევა გააუმჯობესა – ფრანგი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

0
5

კილიან მბაპემ მიუნხენის „ბაიერნთან“ დუბლი შეასრულა და პსჟ-ს სტუმრად 3:2 მოაგებინა.

22 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩშო 8 გოლი გაიტანა, მათ შორის 6 ტურნირის პლეი-ოფის სტადიაზე.

მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში 1/8-ფინალში და 1/4-ფინალში სტუმრად 5 გოლი გაიტანა.

მან პსჟ-სა და „მონაკოს“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 27 გოლი გაიტანა, პლუს 15 საგოლე პასი გააკეთა.

მბაპემ 27 გოლით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ანტუან გრიზმანს, ლუის სუარესს, მარიო გომესს აჯობა და რივალდოს, მოჰამედ სალაჰსა და რაიან გიგზს დაეწია.

კილიანმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში გატანილი 13 გოლით თანამემამულა ტიერი ანრის აჯობა, რომელიც „არსენალსა“ და „ბარსელონაში“ გამოდიოდა.

ფრანგებს შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლების რაოდენობით საუკეთესო შედეგი კარიმ ბენზემას აქვს – 19 გოლი.

„ბაიერნთან“ შეხვედრაში 2 საგოლე პასი მიითვალა პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა. ბრაზილიელმა 2013-2014 წლების სეზონიდან ამ ტურნირში ყველაზე მეტი 25 საგოლე გადაცემა გააკეთა.