ბოატენგი „ბაიერნიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის

0
5

ჟერომ ბოატენგი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ეს ინფორმაცია მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა:

„ჟერომის კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ჩვენ მას არ გავახანგრძლივებთ“.

მიმდინარე სეზონში ბოატენგმა ყველა ტურნირზე „ბაიერნის“ მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანის გარდა, 1 საგოლე პასი გააკეთა.

32 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბში 2011-2012 წლების სეზონის წინ „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა და საერთო ჯამში გამართულ 355 შეხვედრაში 10 გოლი მიითვალა.