ბათუმელებმა თელავიდან სამი ქულა წამოიღეს

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური დღეს თელავში დასრულდა, სადაც ადგილობროვმა „თელავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო.

მატჩში ანგარიში 59-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, გიორგი ჩოჩიშვილმა „თავის“ კუთხეში ბურთი ცუდად მოიგერია და კარის ახლოს მდგომმა ჯაბა ჯიღაურმა ზუსტად დაარტყა.

მე-60 წუთზე ბათუმელებმა კუთხური ჩააწოდეს და თელაველებმა საჯარიმოდან ბურთი ვერ ამოიტანეს, რითაც ოლეკსანდრ აზაცკიმ ისარგებლა, რომელმაც პასი სანდრო ალთუნაშვილს გაუკეთა და ამ უკანასკნელმა „ცაციათი“ გაიტანა – 0:2.

66-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან შოთა შეყილაძემ „დინამოს“ საჯარიმოში რატი არდაზიშვილი მოძებნა, რომემაც ერთი შეხებით გაიტანა.

დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ბათუმელებმა ფრედ დასრულებული ზედიზედ 2 თამაშის შემდეგ, 3 ქულა აიღეს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო ტური სტარტს კვირას, 11 აპრილს აიღებს.