ახალი სარაგბო კერა ქანდაში

0
12

ვეტერანი ბორჯღალოსნების, მერაბ კვირიკაშვილისა და ირაკლი ყიასაშვილის ინიციატივით, რაგბის კლუბ ‘ყაზბეგის’ მორაგბეები მცხეთა-მთიანეთის გარაგბიანებას იწყებენ.

გუნდის კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ პირველი ნაბიჯი სოფელ ქანდაში და მის შემოგარენში გადადგა, სადაც უკვე მოინახულა რამდენიმე სკოლა და მოსწავლეები ტურნირზე მიიწვია.

მაისურაძეს ადგილობრივი ბიზნესმენი თემურ წიკლაური დაეხმარა, რომელმაც ქანდაში არსებული სარაგბო მოედანი გადასცა. იქ 11 აპრილს, 11 საათზე 13-წლამდე მორაგბეთა ტურნირი დაიწყება, რომლის მიზანია, რომ ადგილობრივებში რაგბის პოპულარიზაცია მოხდეს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ რაგბის კლუბები: ‘ყაზბეგი’, ‘ავჭალა’, ‘წიქარა’, ‘ლელო’, ‘ძმები’, ‘რაშები’, ‘მამონტები’ და ‘აკადემია’.

უშუალოდ ქანდის გუნდი, რომელსაც ‘მუხა’ ეწოდება ვარჯიშებს 19 აპრილს დაიწყებს. გუნდში 6-იდან 14-წლამდე მორაგბეების მიღება უკვე დაწყებულია.