„საბურთალომ“ ნავსი „დილასთან“ გატეხა

0
4

თბილისის „საბურთალომ“ ნავსი გატეხა და მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე თამაში მოიგო.

ლევან კორღალიძის გუნდმა პირველ ტურში „ლოკომოტივის“ (2:0) დამარცხების შემდეგ, მე-7 ტურში სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „დილასთან“ 2:1 გაიმარჯვა.

გორში გამართული დაპირისპირების 41-ე წუთზე სტუმართა ფორვარდმა იური ტაბატაძემ „დილას“ საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში  გახსნა.

54-ე წუთზე „დილას“ შემტევმა ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა ასევე საჯარიმოს გარედან არანაკლებ ეფექტური გოლით თანაფარდობა აღადგინა.

61-ე წუთზე „დილას“ კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა დავით მაისაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამო, მასპინძლები მოედანზე ათნი დარჩნენ.

84-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ თავის საჯარიმოში გიორგი გოჩოლეიშვილია წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გიორგი ერისთავმა გამოიყენა.

ამ სეზონში „საბურთალომ“ 2 თამაში მოიგო, ერთი წააგოო, ხოლო ოთხი შეხვედრა 0:0 დაასრულა.

განვლილ შეხვედრა საკმაოდ ხისტი აღოჩნდა – მსაჯმა ერთი წითელი ბარათის გარდა, ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი აჩვენა.

„დილამ“ ამ სეზონში ზედიზედ მეორე თამაში წააგო – მე-6 ტურში ანდრეი დემჩენკოს შეგირდები სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდნენ.

მე-7 ტური ხვალ თელავში დასრულდება, სადაც ადგილობრივი „თელავი“ ბათუმის „დინამოს“ მიიღებს.