„დინამომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო – ნემსაძე ისევ გააძევეს

0
7

თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო.

მე-7 ტურში „დინამო“ ზესტაფონში ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და 2:0 მოიგო.

65-ე წუთზე ანგარიში გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელიც მირზა ფარტენაძემ თავის საჯარიმოში წააქცია და „დინამოს“ თავდამსხმელმა პენალტი გამოიყენა. ის 3 ბურთით სერბ ზორან მარუშიჩთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

აქვე გეტყვით, რომ “შუქურას” ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის აზრით, მათ კარში თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.

71-ე წუთზე არბიტრმა გიორგი ნემსაძემ წითელი ბარათი აჩვენა და “დინამოს” მწვრთნელი ამ სეზონში მეორედ გააძევე. მან ერთხელ უკვე მოიხადა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

84-ე წუთზე, გიორგი კუციამ ქობულეთელთა საჯარიმოში თორნიკე ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. 21 წლის თავდამსხმელმა დინამოელთა მაისურით მეორე გოლი გაიტანა.

„დინამო“ 16 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს.