შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს მარცხი სანკტ პეტერბურგში

0
4

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია სანკტ-პეტერბურგში შეწყვიტა.

არმიელები VTB-ლიგის მორიგი ტურის სათამაშოდ “ზენიტს” ესტუმრნენ და 4 ქულის სხვაობით – 77:81 დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელიამ 23:38 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტამნმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

სანკტ-პეტერბურგელები თავიდანვე 14:0 დაწინაურდნენ და ბოლო მეოთხამდე წინ იყვნენ. ბოლოს ცსკა ქულამდე მიახლოვდა მეტოქეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.

VTB ლიგაში ცსკა 15 მოგებით და 6 წაგებით  მე-3 პოზიციაზეა და 11 აპრილს ყაზახურ ასტანას მასპინძლობს.