„ალავესმა“ აბელარდო დაითხოვა

0
4

ესპანეთის ლა ლიგის აუტსაიდერმა „ალავესმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან აბელარდო დაითხოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

50 წლის აბელარდო „ალავესს“ მიმდინარე წლის 12 იანვრიდან წვრთნიდა და მან პაბლო მაჩინი შეცვალა.

აბელარდოს ხელმძღვანელობით „ალავესმა“ 11 თამაში ჩაატარა –  1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. ვიტორიელები 23 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზე არიან.