უელბეკის საინტერესო მიღწევა

0
8

„ვესტ ბრომვიჩის“ თავდამსხმელმა დენი უელბეკმა საინტერესო მიღწევა დააფიქსირა, რაც მანამდე ვერცერთმა ფეხბურთელმა შეძლო.

კერძოდ, უელბეკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელებს შორის პირველია, რომელმაც კლუბიდან წასვლის შემდეგ მანჩესტერელებს 3 გოლი გაუტანა.

პრემიერ ლიგის 30-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ვესტ ბრომვიჩს“ 2:1 აჯობა, ხოლო შეხვედრაში ანგარიში 30 წლის უელბეკმა გახსნა.

მანამდე, მან „იუნაიტედის“ კარი ორჯერ ლონდონის „არსენალში“ თამაშის დროს აიღო.

უელბეკი მანჩესტერელთა ღირსებას 2007-2015 წლებში იცავდა და 142 თამაშში 29 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 25 ქულა აიღო იმ მატჩებში, რომლებშიც მარცხდებოდა და ეს საუკეთესო შედეგია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე „ლესტერია“ – 16 თამაში.

„იუნატედმა“ პრემიერ ლიგაში თავისი წაუგებელი სერია 10 შეხვედრამდე გაზარდა – 5 გამარჯვება და ამდენივე ფრე.