ოქრიაშვილი გოლით დაბრუნდა, „ანორთოსისმა“ ისევ წააგო

0
2

ტრავმის მოშუშების შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი გოლით დაბრუნდა, მაგრამ „ანორთოსისმა“ ისევ ვერ მოიგო.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ჩემპიონატის მომდევნო ტურში სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

ოქრიაშვილმა, რომელსაც ტრავმის გამო მსოფლიო 2022 ჩემპიონატის სამი შესარჩევი მატჩი გაუცდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა. სტუმართა კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ოქრიაშვილმა პარტნიორის გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა.

თუმცა, „ანორთოსისმა“ მეორე ტაიმში 2 გოლი გაუშვა და ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

„ანორთოსისის“ ქართველი ლეგიონერებიდან ოქრიაშვილის მსგავსად შეუცველად ითამაშეს მეკარე გიორგი ლორიამ და თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ. ასევე, სასტარტოში იყო ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს.