ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა.
30-ე ტურში „ტოტენჰემი“ სტუმრად „ნიუკასლს“ 2:2 ეთამაშა და კეინმა დუბლი შეასრულა.
27 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერ ლიგაში სტუმრად ჩატარებულ 120 შეხვედრაში 84 ბურთი გაიტანა. ის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მეტოქის მოედანზე ამდენი გოლი მიითვალა.
საერთო ჯამში, კეინის ანგარიშზე 162 გოლია და ამ მაჩვენებლით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-8 ადგილს ჯერმეინ დეფოსთან იყოს.
მოქმედი ფეხბურთელებიდან მას პრემიერ ლიგაში მხოლოდ სერიოხ აგუერო სჯობს – 181 გოლი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეეთესო ბომბარდირი ალან შირერია 260 გოლით, მეორე ადგილზე უიენ რუნია (208 გოლი), ხოლო მესამეზე ენდი კოული (187 გოლი).