იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ რჩება

0
7

იბრაჰიმოვიჩი მომავალ სეზონშიც „მილანში“ ითამაშებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალ სეზონშიც „მილანში“ დარჩება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 39 წლის შვედი თავდამსხმელი და კლუბის ხელმძღვანელები კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

„მილანის“ მესვეურები იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკებას რამდენიმე კვირა აწარმოებდნენ და საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ. ხელშეკრულების გასაფორმებლად მცირე დეტალებია შესათანხმებელი.

მოსალოდნელია, რომ „როსონერი“ ზლატანთან ახალი კონტრაქტის დადების შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა.